შაბათი, აპრილი 27, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 23-25 მარტის პერიოდისთვის

22 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 23 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

მარტის დასაწყისში ლარის კურსის გარკვეულწილად არასტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, თუმცა თვის შუა პერიოდში მკვეთრი გაუფასურება მოხდა, რაც გასულ კვირაში ისევ სტაბილურობისკენ წავიდა, გამყარების ნიშნებით. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

19 მარტი – 2.7098;
20 მარტი – 2.7128;
21 მარტი – 2.7106;
22 მარტი – 2.7060.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, თან საგრძნობლად 0.0060 ლარით და 1 აშშ დოლარი 23 მარტიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7000 ლარი.

2-კვირიანი გაუფასურების დინამიკა, საგრძნობადაც კი, ევროსთან მიმართებაში ბოლო კვირაში შეიცვალა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

19 მარტი – 2.9529;
20 მარტი – 2.9420;
21 მარტი – 2.9383;
22 მარტი – 2.9544.

წინა დღის ვაჭრობისგან განსხვავებით ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მკვეთრად გამყარდა 0.0330 ლარით და 23 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9214 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. და ეროვნული ვალუტა, საგრძნობი გაუფასურებების შემდეგ, ასევე საგრძნობი გამყარება მოხდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3974 ლარი (გამყარდა 0.0582 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0844 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6948 (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5884 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.7788 ლარი (გამყარდა 0.0117 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9987 ლარი (გამყარდა 0.0295 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7348 ლარი (გამყარდა 0.0242 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2364 ლარი (გამყარდა 0.0178 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4464 ლარი (გამყარდა 0.0501 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7814 ლარი (გამყარდა 0.0098 ლარით).

მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტისთვის მკვეთრი არასტაბილურობით გამოირჩევა, რაც ბოლო ვაჭრობამდე გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

19 მარტი – 2.9402;
20 მარტი – 2.9312;
21 მარტი – 2.9233;
22 მარტი – 2.9538.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საკრძნობლად გამყარდა, 0.0618 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 23 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8920 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული