ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ორმაგი უსამართლობაა, რომ ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში...

პაატა მანჯგალაძე: “ორმაგი უსამართლობაა, რომ ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ”

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ.

ის, რომ ჩვენ ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ორმაგი უსამართლობაა. პირველი უსამართლობა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეს იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი პირობები არ არის, საკუთარი სამშობლოს, ოჯახის დატოვება უწევს, რათა შემდეგ ლუკმა-პურის ფული გამოაგზავნოს ქვეყანაში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველოში ამ ხალხისთვის არ შეიქმნა ღირსეული სამუშაო ადგილები.

მეორე უსამართლობა ის არის, რომ ქვეყნიდან წასულ ხალხს არ ეძლევა ქვეყანაში რეალურ ცვლილებებში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ მათ. როდესაც მინიმუმ მილიონი ადამიანი მაინც არის ქვეყნიდან გასული, არჩევნებში მონაწილეობას 12 ათასი ადამიანი ახერხებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება! რაღაც უნდა შევცვალოთ. ელემენტარული საკითხია – 50 საარჩევნო უბანს ვხსნით საზღვარგარეთ და როგორ უნდა დარეგისტრირდეს ან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს 1 მილიონმა ადამიანმა 50 საარჩევნო უბანზე? მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ემიგრანტები ქვეყნიდან არ უნდა მირბოდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...