ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ არ არეგისტრირებენ საკონსულო აღრიცხვაზე ადამიანებს, რომლებსაც უმუშევრობის,...

“რატომ არ არეგისტრირებენ საკონსულო აღრიცხვაზე ადამიანებს, რომლებსაც უმუშევრობის, ფასების გაზრდის, მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს და მწვავე შეფასებებს აკეთებს ემიგრანტებისთვის პრობლემების შექმნასთან დაკავშირებით, როცა საკონსულო აღრიცხვაზე არ აყენებენ მათ და ამით ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება:

,,სამწუხაროდ, ემიგრანტების სამართლიან კითხვაზე – რატომ არ არეგისტრირებენ საკონსულო აღრიცხვაზე ადამიანებს, რომლებსაც უმუშევრობის, ფასების გაზრდის, მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა – ეს პროვოკაციები და ეს ხმაური არის.

მე ხელში მაქვს წერილები, რაც მარტო მე პირადად გადავუგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროს, არაერთი წერილი, რომელშიც ვთხოვ ერთ რამეს, რომ – რატომ არ არეგისტრირებთ ამ ადამიანებს საკონსულო აღრიცხვაზე?! მაგალითად, ნიუ-იორკის საკონსულოს, ჩვენ რაც ვიცით, 52 განაცხადზე არ აქვს პასუხი.

მაგრამ მთავარი რა არის იცით?! ამ ადამიანებს, ემიგრანტებს, ,,ქართული ოცნება’’ ეძახის გამოგონილ ადამიანებს. 800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ ქვეყანა დატოვა მათი მმართველობის დროს – გაჭირვების, უმუშევრობის, ძალიან მძიმე სოციალური პირობების გამო. იმისთვის, რომ ელემენტარულად ოჯახები არჩინონ.

ესენი რას აკეთებენ – ყვირიან, უზრდელობენ და საზოგადოებას ვეკითხები – ხედავთ ვინ არის ხელისუფლებაში?! ამ ადამიანებმა ევროკავშირში როგორ უნდა შეიყვანონ ქვეყანა?! კიდევ ერთხელ ვამბობ, მათაც გადავეცი წერილები და ხელში მაქვს ადამიანების წერილები, თავისი ინდივიდუალური განაცხადებით, ფოტო-სურათებით, იმ ადამიანების, რომლებსაც არ არეგისტრირებენ საკონსულო აღრიცხვაზე.

რატომ?! იმიტომ, რომ ყველა არჩევნები ტოტალურად წააგეს უცხოეთში და ახლა არ უნდათ, რომ ხმის უფლებაც კი მისცენ ადამიანებს, რომლებიც მათი უსამართლო ქმედების გამო ქვეყნიდან წავიდნენ. ან რა ლოგიკაა, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 50 საარჩევნო უბანზე უნდა მიიღოს მონაწილეობა. როგორ შეიძლება, რომ 50 უბანზე მილიონმა კაცმა მისცეს ხმა?

წერილების მეორე ნაწილი, რომლებსაც არ პასუხობენ არის წერილები სწორედ ამაზე, რომ ითხოვენ 15 ქალაქიდან არის შემოსული წერილი, რომ ითხოვენ საარჩევნო უბნების გახსნას. ამაზეც პასუხს არ სცემენ…’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...