ორშაბათი, ივლისი 7, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ ვართ ბრიუსელში და რატომ ვხვდებით ევროკავშირის ბიზნეს...

“რატომ ვართ ბრიუსელში და რატომ ვხვდებით ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს?” – გიორგი ვაშაძე

“გამარჯვების კოალიციის” ლიდერები “სტრატეგია აღმაშენებლიდან” გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერთან ზურა ჯაფარიძესთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემას ევროპული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა.
ვაშაძის თქმით, ევროკავშირი დიდ შესაძლებლობებს იძლევა და იმისათვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს ცვლილებები და გამარჯვებაა საჭირო:

რატომ ვართ ბრიუსელში და რატომ ვხვდებით ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს?

იმიტომ, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ევროპული ინვესტიციები საქართველოში. შეიქმნას მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრანტები დაბრუნდნენ, შემოსავლები ჰქონდეთ ქვეყანაში და დიახ გვჭირდება ევროპული ბიზნეს გამოცდილება.

შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ სიღრმისეულად, დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს ევროკავშირი და იმისათვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებები და გამარჯვება გვჭირდება”, – გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...