სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: "მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები...

დიმიტრი ხუნდაძე: “მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირად ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება, ისევე როგორც დეზინფორმაცია – მტრობის სტიმულირებისთვის”

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირად ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება, ისევე როგორც ახლა დეზინფორმაცია – მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანები სატყუარას არ წამოეგონ“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ი ზოგჯერ ქმედით და რეალურ დახმარებას სწევს, მაგრამ ის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ამას პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს:

მინდა ყურადღება გავამახვილო, ასევე, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ადრე აშშ-ის საელჩოდან გავრცელდა, რომ საქართველომ თითქოს ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-დან ექვსი მილიარდი დახმარება მიიღო. ეს გაიმეორა დღეს USAID-ის რეგიონულმა დირექტორმაც. სინამდვილეში,

აშშ-ი ზოგჯერ ქმედით და რეალურ დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის, ისიც, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

მაგალითად, თუ ამ დაფინანსებას იმიტომ გვახსენებენ, რომ საქართველო 2008 წლის შემდეგ რუსეთთან ომში მეორედ, ახლა უკვე უკრაინის გამო არ ჩაერთო, მაშინ უკაცრავად, ეს იმის საზღაური ვერ იქნება, რა ზიანიც საქართველოს შეიძლებოდა მისდგომოდა. ეს სურათი ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, რომლის ზიანს არათუ ექვსი, ექვსასი მილიარდიც ვერ აანაზღაურებს.

თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, „ნაცმოძრაობის“ დროს ამ კუთხით ორჯერ მეტი იხარჯებოდა აშშ-დან, მაგრამ ჩვენ დიქტატორული მმართველობა მივიღეთ, რომლის უმძიმესი შედეგი საზოგადოებას დღესაც ახსოვს. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...