spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა თსუ-ში MVNO-ს შესახებ საჯარო ლექცია გამართა

ComCom-მა თსუ-ში MVNO-ს შესახებ საჯარო ლექცია გამართა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისა (MVNO) და ტელეკომ ბაზრის გახსნის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო მობილური მომსახურების როგორც ტრადიციული, ისე ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირება, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს (MVNO) შორის არსებული განსხვავებები, ასევე, მსოფლიო მაგალითები და ტენდენციებზე დაყრდნობით, MVNO-ს შესაძლებლობები თუ დადებითი მხარეები. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ქართულ ტელეკომ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების თვალსაზრისით, კომუნიკაციების კომისიის როლს.

შეგახსენებთ, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი არის ისეთი ტიპის ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა და სხვა ქსელის გამოყენებით, მომხმარებელს მათზე მორგებულ, ნიშურ მომსახურებას სთავაზობს. MVNO-ს ქართულ ბაზარზე დაშვება, ტელეკომ ბაზრის გახსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ბარიერების მოხსნის და კონკურენციის გაუმჯობესების წინაპირობაა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას უზრუნველყოფს.

MVNO-სა და ტელეკომ ბაზრის გახსნის შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრა უკვე ორ უნივერსიტეტში ჩატარდა და მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...