ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს - ჩვენ ვერ...

“ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს – ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ცესკოს კანონპროექტზე დადებული ვეტოს დაძლევის შესახებ:

რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივადაა საქმე – დღეს არის შექმნილი ერთგვარი ჩიხი ცესკოში იმიტომ, რომ წელიწად ნახევრის წინ არიან 6 თვის ვადით არჩეული ცესკოს მოქმედი თავმდჯომარე, ცესკოს 2 წევრი – ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩართული ვიყავი ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას.

ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი. აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს – ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს აბსოლუტურად მიუღებელია!

იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა. ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...