სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიმიგრაცია"ჩვენი ამოცანაა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ემიგრანტები დაუბრუნდებიან სამშობლოს...

“ჩვენი ამოცანაა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ემიგრანტები დაუბრუნდებიან სამშობლოს და თითოეული მოქალაქე აქ იპოვის ღირსეული დასაქმების ადგილს” – ნანა ტოხვაძე

ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს ყოველწლიურად დატოვოს საკუთარი ოჯახი და მშობლიური სახლი“, – ასე აფასებს საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში გადინებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების დამსახურებით 800 000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა და დღესაც, ყოველი მეოთხე, ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს:

ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს ყოველწლიურად დატოვოს საკუთარი ოჯახი და მშობლიური სახლი.

გაძვირებული ცხოვრება, მაღალი ფასები, დაბალი შემოსავალი და უპერსპექტივობა ემიგრაციას შეუქცევად პროცესად აქცევს. ერთი უბედურებაა, რომ ხელისუფლების დამსახურებით 800 000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა და დღესაც, ყოველი მეოთხე, ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. შედეგად მივიღეთ გახლეჩილი ოჯახები, უდედმამოდ გაზრდილი ბავშვები, მათ ცრემლებსა და მონატრებაში გატარებული წლები.

ჩვენი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ ეს უსამართლობა. სწრაფი რეფორმებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ემიგრანტები დაუბრუნდებიან სამშობლოს და თითოეული მოქალაქე აქ იპოვის ღირსეული დასაქმების ადგილს. ამ შესაძლებლობებზე მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ემიგრანტებთან და დღეს გიორგი ვაშაძე, “გამარჯვების კოალიციის” სხვა ლიდერებთან ერთად ბრიუსელში ჩვენს თანამემამულებთან კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ამ საკითხებზე“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...