სამშაბათი, ივლისი 8, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ან თავიანთ იდენტობაზე უნდა იფიქრონ, ცოტა უფრო ლოგიკურად...

“ან თავიანთ იდენტობაზე უნდა იფიქრონ, ცოტა უფრო ლოგიკურად მოიქცნენ ან მათ მოუწევთ, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი გახდნენ” – გიორგი გახარია კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოზიციას აფიქსირებს წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით:

,,ყველა ის პარტია, რომელიც თავის თავს ვერ იპოვის ამ პოლიტიკურ ველზე და ალოგიკურად, გონივრულობის მიღმა გააგრძელებს ქმედებას, მათ მოუწევთ [გაერთიანება]. საერთოდ, ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებაში პრობლემა არანაირი არ არის, ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანებაა ცოტა პრობლემური.

ვინც ვერ ჩამოაყალიბებს თავის თავს, მემარჯვენეა, მემარცხენეა, ბანკირების და ელიტების პარტიაა, სოციალისტების პარტიაა თუ მუშათა კლასის… ვინც ვერ ჩამოყალიბდება, საერთოდ რისთვის იბრძვის, რა უნდა ან ცხოვრებაში, ან პოლიტიკაში, ვის რას უმტკიცებს, მათ ყველას მოუწევთ მისვლა იქ, სადაც იდეოლოგიურად, მეტ-ნაკლებად, ახლოს არიან.

თუ ეს პატარა პარტიები თავიანთ იდენტობაზე არ იფიქრებენ, არ იფიქრებენ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე, ცოტა უფრო მეტ ლოგიკას არ გამოკვეთენ და ასეთი აგრესიულები იქნებიან, მათ საბოლოო ჯამში, მოუწევთ მისვლა. თუ ისინი რისკს დაინახავენ და ეს მოხდება, რომ 5%-ს ვერ აგროვებენ – ჯობია, რომ მივიდნენ, უნდა მივიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაკარგული ხმები იქნება დამატებითი სარგებელი ,,ოცნებისთვის”, რაც ჩვენ, არავის არ გვჭირდება.

აქედან გამომდინარე, ან თავიანთ იდენტობაზე უნდა იფიქრონ, ცოტა უფრო ლოგიკურად მოიქცნენ, ან მათ მოუწევთ, რომ კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი გახდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...