ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: 21 მარტს, ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის...

კახა კალაძე: 21 მარტს, ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, გულშემატკივარს, რომელსაც დასასწრები ბილეთი არ შეხვდა, თამაშის ყურება სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე შეეძლება.

როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი შეხვედრა აშორებს. 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ლუქსემბურგთან შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.

ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და ზუსტად 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, ამ შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა ფიზიკურად სტადიონი ამაზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილი დარჩა. შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან მქონდა საუბარი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ შეხვედრას პირდაპირ ეთერში უყუროს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, ასევე კვების ობიექტები იქნება განთავსებული. მესმის, რომ სტადიონზე ყოფნა სხვა რეალობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენაზე“ ყველა ვერ დაეტევა, დედაქალაქის მერია ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრისთვის დიდ ეკრანს მოაწყობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეროვნულ ნაკრებს ქომაგობს, ხოლო ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება უსურვა.

არავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ და ყველაზე პოპულარული სპორტია. გულშემატკივრების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ვიცი, გულშემატკივრობა რამდენად მნიშვნელოვანია.

ასევე, მინდა ჩვენ ფეხბურთელებს წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო. საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება ლუქსემბურგის ნაკრებთან. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველი გულშემატკივარიც გაიხარებს და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“ცინიზმის მწვერვალია, როდესაც “ოცნება” ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე...

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...