spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom-ის მედიააკადემია ნატა ასათიანის მასტერკლასს იწყებს

ComCom-ის მედიააკადემია ნატა ასათიანის მასტერკლასს იწყებს

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორიც საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანია. მასტერკლასი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს წარმატებული პრეზენტატორი და გამოიმუშაოს საჯაროდ საუბრის უნარი.

მასტერკლასის ფარგლებში, ნატა ასათიანი მსმენელს სტრესის დაძლევის გზებს, ყურადღების მიპყრობის მექანიზმებს, აუდიტორიის შესწავლის მეთოდებს, ასევე, არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურად და დამაჯერებლად გამოყენების ტექნიკებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებს.

მედიააკადემიის “მასტერკლასი” ნატა ასათიანი ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 14 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: რეპორტიორი დავით კაკულია, პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

შეგახსენებთ, რომ „მასტერკლასი“ მედიააკადემიის იუთუბ არხზეა განთავსებული და დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო ცოდნა სრულიად უფასოდ, პროფესიონალი ავტორებისგან მიიღონ. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...