ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დავასრულოთ...

ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დავასრულოთ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით მმართველი გუნდისგან ადეკვატურ პოზიციას ელოდება, რათა ევროსაბჭოს დადგენილებისამებრ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ოპოზიციონერი ლიდერს მიაჩნია, რომ თუკი “ქართული ოცნება” უცხოელი კოლეგების რჩევებს არ გაითვალისწინებს, საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ მკაცრი შედეგები იქნება.

„სრულიად განსხვავებული სასტარტო პოზიცია არის მოლაპარაკების და დიალოგის წინ, ვხდევათ ამერიკელი კონგრესმენების, სენატორებისა და აშშ-ს მკაფიო პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და მეორე – ევროსაბჭოს დადგენილება, რომელმაც პირდაპირ გააკეთა იმპერატიული განსაზღვრება, რომ მოხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ყელმოღერებული პოზიცია, როგორიც აქვს „ქართულ ოცნებას“ – “როგორც მე მინდა ისე იქნება ყველაფერი”, ასე ვერ იქნება, ფაქტია და თუ ამ შენიშვნებს და რეკომენდაციებს არ მოისმენს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მკაცრი განაჩენი ექნებათ მის ლიდერებს და წარმომადგენლებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და ადეკვატური პოზიცია გვინდა მოვისმინოთ “ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენ კი არ უნდა შევთავაზოთ რამე, გერმანული მოდელი, რომელიც ადეკვატურია, უკვე შევთავაზეთ, მრავალმანდატიანი  მაჟორიტარული სისტემა მოვიფიქრეთ, ისინი კი მოვიდნენ 100-50-ზე ფორმულით და ჰგონიათ, რომ ჩვენ ვაჭრობაში შევალთ.

ძალიან ცდებიან, ჩვენ უკვე პრინციპული, ურყევი პოზიცია გვაქვს, იმიტომ, რომ ვფიქრობთ ქვეყნის სწორი განვითარების გამოსავალი ამაშია.

2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო სჭირდება კოალიციური მმართველობა და ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ადამიანებო, შეწყვიტეთ ქვეყნის დაბნელების მცდელობისთვის “განათლების რეფორმის” დაძახება” – მიხეილ სააკაშვილი

განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ყველა რომ საკუთარ ამბიციებს და ეგოებს ზომავთ ამ ქვეყანაში, ეგებ ჯერ სახელმწიფოს ამბიცია განგვესაზღვრა!”...

ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეის განსახილველად წამოწევას ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...