სამშაბათი, ივლისი 8, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს...

“აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია” – კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის დაპირებაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ეხება, მედიის შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „ლელოსა“ და მისი ლიდერის განცხადებები უარგუმენტო და მანიპულაციურია:

არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს, პენსიებთან დაკავაშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია: არანაირი არგუმენტაცია, არანაირი კონკრეტიკა. ქართველი ხალხი არ მოტყუვდება ამ მანიპულაციით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტული საკითხია. დედაქალაქის მერმა ის მუნიციპალური პროგრამაც ახსენა, რომელიც რამდენიმე წელია, მსურველთა გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით მოქმედებს:

გამოწვევა არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ შევხედავთ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რა ვითარება იყო წლების წინ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს…

საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასაქმების პრობლემა, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორი ეძებს კვალიფიციურ კადრებს, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა.

ჩვენ გვაქვს სრულიად უფასო, პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებას ვახორციელებთ, რათა მსურველებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ. შემდეგ მათ ვეხმარებით დასაქმებაში. 75% არის ამ პროგრამით დასაქმების მაჩვენებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...