ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 16-18 მარტის პერიოდისთვის

15 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 16 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

თებერვლის ბოლოდან ლარის კურსის მეტნაკლები არასტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, თუმცა გასულ კვირაში ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო გაუფასურება, მკვეთრადაც კი. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

12 მარტი – 2.6573;
13 მარტი – 2.6570;
14 მარტი – 2.6586;
15 მარტი – 2.6758.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, თან საგრძნობლად 0.0241 ლარით და 1 აშშ დოლარი 16 მარტიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6999 ლარი.

გაუფასურების დინამიკა შენარჩუნდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

12 მარტი – 2.9068;
13 მარტი – 2.9052;
14 მარტი – 2.9061;
15 მარტი – 2.9271.

ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა 0.0131 ლარით და 16 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9402 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, პრაქტიკულად, ყველა შემთხვევაში გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4432 ლარი (გაუფასურდა 0.0150 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0838 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6958 (გაუფასურდა 0.0041 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5871 ლარი (გაუფასურდა 0.0135 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.6992 ლარი (გაუფასურდა 0.0605 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0552 ლარი (გაუფასურდა 0.0131 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7519 ლარი (გაუფასურდა 0.0301 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2572 ლარი (გაუფასურდა 0.0265 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3842 ლარი (გაუფასურდა 0.0264 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8148 ლარი (გაუფასურდა 0.0043 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაშიც გამოიკვეთა არასტაბილურობა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

12 მარტი – 2.9326;
13 მარტი – 2.9162;
14 მარტი – 2.9036;
15 მარტი – 2.9226.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0185 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 16 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9411 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული