ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებიანიტა ვთხოვე ეჩუქებინა, არ მაჩუქა, არც ბავშვს აჩუქა...

ანიტა ვთხოვე ეჩუქებინა, არ მაჩუქა, არც ბავშვს აჩუქა სიცოცხლე – თამუნა გლურჯიძე

უმძიმესი ტკივილით აღსავსე პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში პატარა ანიტას ბებია, ანიტასი, რომლის გულისცემას მთელი საქართველო გრძნობდა თვეების განმავლობაში და ლოცულობდა მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ…
მოუფრთხილდით შვილებს და ერთმანეთს და ყოველ წუთს” – წარმოუდგენელია, რომ ვინმე არ დაეთანხმოს პატარა ანიტას ბებიას:

“რაც დავიბადე არაფრით შემიწუხებია ღმერთი, მარტო ახლა ბოლოს ანიტა ვთხოვე ეჩუქებინა.
არ მაჩუქა.
არც ბავშვს აჩუქა სიცოცხლე.
არც მის მშობლებს შვილით ბედნიერება.
არც უამრავი ადამიანის ლოცვა ისმინა.
და მე არ ვიცი რა ვთქვა.
და სადაც მე არ ვიცი რა ვთქვა, იქ ნურც სხვა იტყვის ნურაფერს.
მოუფრთხილდით შვილებს და ერთმანეთს და ყოველ წუთს. მოუფრთხილდით და დააფასეთ. მერე არაფერი შველის. მერე ხავსია, ჩაუჭიდებელი ხავსი და თავის მოტყუება.
დატკბით ყოველი წუთით და იყავით ბედნიერები და დააფასეთ ბედნიერება.
და არც ერთ სიტყვაზე არ მითხრათ, რომ რაიმე სხვანაირადაა.
არ მედავოთ, ყველაფერი ასეა და მე ამას ამ წუთას ვცხოვრობ,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თამუნა გლურჯიძე.

 

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. დეკემბრის შუა რიცხვებში პაციენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციითა და ხელშეწყობით პაციენტი გადაყვანილი იქნა ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დიდია შესაბამისი ოპერაციების ჩატარების პრაქტიკა და აღნიშნული კლინიკა დათანხმდა ამას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მიუხედავად ჩატარებული ყველა საჭირო პროცედურებისა, პატარა ანიტას ორგანიზმმა მაინც ვერ გაუძლო და იგი 2 დღის წინ გარდაიცვალა…

სააგენტო “პარალელი” მწუხარებას გამოთქვამს ანიტას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...