,,ლეიბორისტული” პარტიის თავმდჯომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს კრიმინალური ავტორიტეტების ციხიდან გათავისუფლების ფაქტებთან დაკავშრებით:
,,ოლიგარქიული რეჟიმი და კრემლი, ძალაუფლების შესაძლო დაკარგვის შიშით თავზარდაცემულნი, მიდიან ყოველვგარ უზნეო და კრიმინალურ ტრადიციულ ღონისძიებებზე, რათა რამენაირად არჩევნებში მოახდინონ მთელი კრიმინალური სამყაროს მობილიზება, მათი საშუალებით მოსახლეობის დატერორება და მიტაცებული, ოკუპაციური რეჟიმის დატოვება ქართველი ხალხის კიდევ 4 წელი დასამონებლად.
ამ მიზნით, გუშინ, საქართველოდან ოლიგარქიული რეჟიმის რეკომენდაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს N1 კანონიერ ქურდად წოდებული, თბილისელი კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე კალაშოვი, რომელსაც ევალება მთელი კრიმინალური სამყაროს, ქუჩის ,,შპანას”, ნარკომოვაჭრეთა სისტემის მობილიზება, საარჩევნო გაყალბებისა და ძალადობისთვის.
პარალელურად, უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში ამზადებს ამნისტიის კანონს და უმძიმეს დამნაშავეთა, მათ შორის, მკვლელები, ნარკობარიგები, პედოფილები, ამათ გამოშვებას ციხიდან, რათა ჩართონ საარჩევნო აქტივში.
ჩვენ ვაფრთხილებთ, კრიმინალურ სამყაროს, პირველ რიგში, რომ ყოველგვარი თქვენი აქტიურობა დაფიქსირებული იქნება სპეციალურ ,,შავ სიაში” და თქვენი გადაადგილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო საქართველოში ცხოვრება, იქნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უაღრესად პრობლემატური. გაერიდეთ ბინძურ პოლიტიკას. სამწუხაროდ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰგავს, ამ ქვეყანაში ჯერ ხომ ბიზნესმენი ბიზნესმენს არ ჰგავს, პოლიტიკოსი პოლიტიკოსს… ყველა მიძვრება პოლიტიკაში, სადაც მათი ადგილი არ არის, კრიმინალიც საქართველოში არ ჰგავს კრიმინალს. ყველა არის პოლიტიზრებული და სპეცსამსახურის აგენტად გადაქცეული!“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე