შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიComCom-მა „რუსთავი 2“ ეთერში ძალადობის შემცველი კადრების კანონდარღვევით...

ComCom-მა „რუსთავი 2“ ეთერში ძალადობის შემცველი კადრების კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების თანახმად, 2024 წლის 21, 22 და 27 იანვარს, საღამოს 20:00-21:00 საათებში, ტელევიზიის ეთერში გავიდა ძალადობის ამსახველი სცენების შემცველი სერიალი, სადაც ახლო კადრით ნაჩვენები იყო ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა და მკვლელობის ეპიზოდები.

აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ComCom-მა მაუწყებლის ეთერის მონიტორინგი განახორციელა, რის შედეგადაც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა გამოიკვეთა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ტელევიზიებს აკისრებს ვალდებულებას დაიცვან არასრულწლოვნების ინტერესები და 18 წლამდე ასაკისთვის შეუფერებელი პროგრამა 06:00 საათიდან 00:00 საათამდე დროის მონაკვეთში სამაუწყებლო ბადეში არ განათავსონ, ვინაიდან, აღნიშნულმა პროგრამებმა შესაძლოა ზიანი მიაყენონ მოზარდის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამასთან, ტელევიზია ვალდებულია დაიცვას ასაკობრივი ნიშანდების წესები.

გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავი 2“-ის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...