,,გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებსა და ფასების ზრდაზე, რის შესახებაც კითხვებით მიმართავს საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძეს:
,,მოგესალმებით, ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო – რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის 1.50 თითოეული ლიტრი საწვავიდან?! რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში?! რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?! რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენს სასარგებლოდ?! – ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ!
როგორ შეიძლება ადამიანმა თავი ასე აარიდო იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს?! ეს ხომ მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, ეს არის იმ უამრავი ადამიანის შეკითხვა, რომელიც ამ ძვირ საწვავს ასხამს საკუთარ მანქანაში, რომელიც გვიძვირებს პროდუქციას. ხომ ცალსახაა, რომ ძვირი ბენზინი აძვირებს ცხოვრებას, ძვირი ბენზინის გამო ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვთ? ძვირი საწვავის გამო პროდუქცია ძვირდება, მომსახურება ძვირდება, აბსოლუტურად ყველაფერი ძირდება.
შესაბამისად კითხვა არის ძალიან კონკრენტული – სად მიდის 1.50?! ხომ არ შეიძლება, რომ თავი აარიდოთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს! გამოდით თუ არ გეშინიათ და ღიად გვითხარით სად მიდის ეს 1.50?! რატომ ძვირდება ასე სერიოზულად საწვავი?
საზღვარზე შემოტანაზე არის 1.65 და ორმაგდება ფასი, როცა ბენზინგასამართ სადგურებზე არის – ხომ არ არის იმ მაფიოზური-კლანური მონოპოლიის ბრალი ეს ყველაფერი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესებთან ერთად, რომლიდანაც თქვენს ჯიბეებში ილექება ეს ფული?!
რატომ აღარიბებთ ხალხს?! სადამდე უნდა გამდიდრდეთ?! სადამდე უნდა დააიგნოროთ ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს?!
ამიტომ კიდევ ერთხელ ვუმეორებ ირაკლი კობახიძეს – გაგვეცით პასუხი კითხვაზე, სად მიდის 1.50 თითოეული ლიტრი საწვავიდან?!
პასუხისმგებელი ხართ, რომ გამოხვიდეთ და ამ კითხვას გასცეთ ძალიან კონკრენტული პასუხი! რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი, დიზელი, საწვავი დღეს საქართველოში?! ამ კითხვებზე გაგვეცით პასუხი თუ შეიძლება’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი