ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთელი მსოფლიო ამბობს, რომ გამოუშვით ეს კაციო და...

“მთელი მსოფლიო ამბობს, რომ გამოუშვით ეს კაციო და რა ჩაჯინება, გაგიჟება სჭირს “ქართულ ოცნებას”?! უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში რამე მოუვიდეს?!” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობასთან დაკავშირებით:

,,წამოვიდა მთავრობისგან საუბარი, საქართველოს მთავრობას – კობახიძეს ვგულისხმობ, ივანიშვილის მთავრობას, რომ უნდათ უკრაინასთან ნორმალიზება და მარტივად გამოვიდა უკრაინის უმრავლესობის ლიდერი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ იმ ხალხის თავდადება, რასაც ისინი აკეთებენ მსოფლიოში ზოგადად სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის ერთი და მეორე გამოვიდნენ და თქვეს ჩვენთვის მთავარი პირობა არის სააკაშვილი არ იყოს უკანონო ტყვეობაში, მეტი რა თქვან.

მარტივი საკითხია, თუ მართლა ნორმალიზება გვინდა – ეს თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ამაზე ისაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილზე. რამდენიმე კვირის წინ თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ.

თუ მთელი მსოფლიო ამას ამბობს, რომ გამოუშვით ეს კაციო და რა ჩაჯინება, გაგიჟება სჭირს ,,ქართულ ოცნებას”?! უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში რამე მოუვიდეს?!“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...