სამშაბათი, ივლისი 8, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიელენე ხოშტარია: "წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები"

ელენე ხოშტარია: “წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები”

პარტია ,,დროშას” თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს იმ მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩანდა საჯარო სივრცესა და პოლიტიკურ ასპარეზზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში:

,,მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა, ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში, არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენ ძვირფას გუნდთან ერთად. ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.

ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: ‘ვერ მოგართვით’ :-)))“, – წერს ელენე ხოშტარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...