ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა – გავრცელების არეალი

49

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 30 იანვრის ანგარიშს ავრცელებს კორონა ვირუსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია 2019-nCoV-ის 7818 შემთხვევა:

7818 შემთხვევიდან, 7736 დაფიქსირებულია ჩინეთში, აღრიცხულ შემთხვევებში გაერთიანებულია ჰონგ-კონგი 1, მაკაუ 7, ტაიბეი 8- ის შემთხვევები

82 დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირება მოხდა ჩინეთის გარეთ (18 ქვეყანა: იაპონია 11, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 4, ვიეტნამი 2, სინგაპური 10, ავსტრალია 7, მალაიზია 7, კამბოჯა 1, ტაილანდი 14, ფილიპინები 1, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1, ინდოეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 5, კანადა 3, საფრანგეთი 4, ფინეთი 1, გერმანია 4, არაბეთის გაერთიანებული ემირატები 4)

ჩინეთში დადასტურებული 7736 შემთხვევიდან 1370 იქნა შეტყობინებული, როგორც მძიმედ მიმდინარე.

შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 170 შემთხვევა (ჩინეთი)

შესაძლო შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში 12167

*ქვეყნები, ტერიტორიები ან არეალები საიდანაც მოხდა 2019-nCoV დადასტურებული შემთხვევების შეტყობინება

 

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)

30 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 9836 შემთხვევა (ჩინეთი 9723 შემთხვევა)

სიკვდილის 213 შემთხვევა ყველა ჩინეთში (213 გარდაცვლილიდან 204 ჰუბეის პროვინცია)

ჩინეთის გარეთ 21 ქვეყანაში დაფიქსირებულია 113 დადასტურებული შემთხვევა: ტაილანდი 14, იაპონია 14, სინგაპური 13, ტაივანი 9, მალაიზია 8, სამხრეთ კორეა 7, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 4, ვიეტნამი 5, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 1, ინდოეთი 1, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 6, გერმანია 5, იტალია 2, გაერთიანებული სამეფო 2, ფინეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 6, კანადა 3, ავსტრალია 9.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC)

31 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია 1982 ახალი შემთხვევა, მათგან 157 მძიმედ მწვავედ მიმდინარე

სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 9692 შემთხვევა

ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 4812-ს

სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 15238-ს

დაფიქსირებულია სიკვდილი 213 და გამოჯანმრთელების 171 შემთხვევა

წყარო: https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200130-sitrep-10-ncov.pdf?sfvrsn=d0b2e480_2

კომენტარები