სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: რომელია ახალი - მელია თუ გვარამია?...

კახა კალაძე: რომელია ახალი – მელია თუ გვარამია? ცხრა წელი ქვეყანაში რა უბედურებაც ხდებოდა, ყველაფრის თანამონაწილე ისინი იყვნენ

თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადროს, ყველა წითელი ხაზი გადალახოს – ეს მელიასაც და გვარამიასაც გაკეთებული აქვთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, რადიკალიზმით სავსე ყველა პოლიტიკურ ძალას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.

როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა ის ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომლებიც იმისთვის იბრძოლებენ, რომ არჩევნებზე ხმების 1-2% მიიღონ? ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, ექნებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა.

დღეს, შეიძლება აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან. თუმცა, ვინ არიან ეს ადამიანები? ნიკა მელია რომელი ახალია, ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით და ოდიოზურობით. თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადროს, ყველა წითელი ხაზი გადალახოს – ეს ორივეს გაკეთებული აქვს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. შესაბამისად, რადიკალიზმისა და ბოროტების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას აღიარებაზეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რომ „მაშინდელი ოპოზიციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის ჟანგბადი გადაკეტილი იყო“.

კახა კალაძის თქმით, ცხრა წლის განმავლობაში რაც ქვეყანაში უბედურება ხდებოდა, ნიკა გვარამია ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო.

გვარამია ამას უბრალოდ არ იტყოდა. ამის თქმა დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს როგორი გულწრფელია. თითქოს, მაშინ ყველაფერი ერთი კაცის „ხუშტურებზე“ იყო დამოკიდებული, მხოლოდ ერთი ადამიანი მართავდა სასამართლოსა და პროკურატურას. სინამდვილეში, გვარამიაც თანამონაწილე იყო.

წარსული ხომ არ გამქრალა და არავის ავიწყდება. თუკი ცხრა წლის განმავლობაში, ქვეყანაში რამე უბედურება ხდებოდა, ისინი იყვნენ ამის მთავარი შემოქმედი პირები. დღეს, რა ფერი იცვალეს? ყველაფერი გვახსოვს. ამიტომ ძალიან რთულია ამ ადამიანებმა ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...