ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მაღალი თანამდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით:
,,ევროკომისიის შეფასებაში წერია, რომ საქართველოში უნდა შემოწმდეს მოსამართლეების კეთილსინდისიერება, იმ ადამიანების რომლებსაც უკავიათ მაღალი პოზიციები – ეს ეხებათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამაღთლოს მოსამართლეებს და საბჭოს წევრებს.
უზენაესი სასამართლოს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ნიშანი იმისა, რომ მათ ეშინიათ პირველ რიგში ამ შემოწმების და სავარაუდოდ აქვთ შიში იმასა, რომ მათ შეიძლება ვერ გადალახონ ეს ბარიერები, რომლებიც შემდგომ უკვე კომისიის ფარგლებში შემოწმდება, თუმცა დღეისათვის საქართველოში ეს არის ერთადერთი გამოსავალი რითიც სასამართლო რეფორმები უნდა დაიწყოს და განხორციელდეს. იმიტომ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ მურუსიძე ამოწმებდა დავუშვათ გვრიტიშვილის კეთილსინდისიერებას ან პირიქით ან მიქაუტაძის კეთილსინდისიერებას. ისევ ეს კლანი ერთი ჯგუფი ამოწმებდა ერთმანეთის კეთილსინდისიერებას, რომელსაც კანონი მოითხოვდა.
საბოლოოდ რა თქმა უნდა, ნდობა ამ პროცესს არასოდეს არ ჰქონდა, ვინაიდან კანონით მოსამართლე ინიშნება კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი კომისიის როლი შემოწმდეს რამდენად კეთილსინდისიერი მოსამართლეები არიან აღნიშნულ თანამდებობებზე სასამართლო სისტემაში’’, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მარიამ ხაჩირაშვილი
ნინი ხიჯაკაძე