ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო - როგორ შეგიძლია, რომ...

“ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო – როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით?! როგორ არ გრცხვენია და საუბრობ, რომ ყველაფერი კარგად არის თურმე ქვეყანაში, რომ ეკონომიკა ყვავის?!” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებსა და ფასების ზრდაზე, რის შესახებაც კითხვებით მიმართავს საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძეს:

,,ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო – როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით?! როგორ არ გრცხვენია და საუბრობ, რომ ყველაფერი კარგად არის თურმე ქვეყანაში, რომ ეკონომიკა ყვავის?! ხომ არ ფიქრობ, რომ ბოლომდე მოწყვეტილი ხარ რეალობას?!

მინდა ირაკლი კობახიძეს და ივანიშვილის პარტიას დავუსვა კითხვა: თუ ეკონომიკა კარგად არის, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? რატომ წავიდა 800 000-მეტი ჩვენი მოქალაქე ქვეყნიდან?! რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი ფასები მთელ რეგიონში?! სომხეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე, რავიცი ყველა ნებისმიერ ქვეყანაზე ძვირი ფასები რატომ არის? რატომ შიმშილობენ ბავშვები სკოლებში?!

კითხვას გისვამთ, რატომ უწევს პენსიონერს არჩევნის გაკეთება წამალსა და საკვებს შორის?! ამ კითხვებზე რატომ არ სცემთ პასუხს? რატომ ხართ ორიენტირებული მხოლოდ სიცრუეზე, სიყალბეზე? აბსოლუტურად მოწყვეტილი ხართ რეალობას. მე გეკითხებით, ჩვენ გისვამთ კონკრეტულ კითხვას და მაინტერესებს პასუხი ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან: რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები, შემოსავლები იკლებს და ადამიანების დანახარჯები იმატებს?! იმ მაფიოზური კლანის ბრალი ხომ არ არის, მონოპოლიების სახით, რომ ააგეთ და ჯიბეში, რომ მიგაქვთ ეს ფული? ამ კითხვებს გაეცით პასუხი! როგორ შეგიძლიათ, რომ ხალხს უბრალოდ დასცინოთ?

ირაკლი კობახიძეს ვეუბნები, რომ თურმე ბაზარში სიარული და ფასების გარკვევა ყოფილა სირცხვილი. როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას, ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ქვეყანაში? არის კითხვები, რომელიც აქვს ხალხს თქვენთან და ამ კითხვებს გაეცით პასუხი.

იმ ივანიშვილსაც მივმართავ, დამალული რომ არის ახლა: მე გეკითხები – შენ რომ მდიდრდები, ხალხი რატომ ღარიბდება? რატომ არის ფასები ასეთი ძვირი ქვეყანაში? როდემდე უნდა ძარცვოთ ეს ქვეყანა? როდემდე უნდა იყოთ აცდენილი აბსოლუტურად რეალობას? აი ამ კითხვებზე გაეცით პასუხი და ეს კმაყოფილება, რომელიც სახეზე გაქვთ, ეგ კმაყოფილება სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში არ არის. იმიტომ, რომ ადამიანებს უმუშევრობის, ფასების ზრდის, შემოსავლების შემცირების გამო ყოველდღიურად უწევთ ქვეყნის დატოვება – ეს არის ის მთავარი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაში არის.

და კიდევ ერთხელ კობახიძეს ვეუბნები, გაგვეცით პასუხი კონკრენტულ კითხვებზე, რომლებსაც გისვამთ, ნუ არიდებთ თავს, ეს ჩემი კითხვა კი არ არის, ხალხის, საზოგადოების შეკითხვაა: 12 წლიანმა მმართველობამ, შიმშილი და უმუშევრობა რომ მოიტანა ქვეყანაში – ამას გაეცით პასუხი. ყველაფრის წილში რომ ზიხართ პურიდან დაწყებული – საწვავით დამთავრებული, ყველაფერში წილები რომ გაქვთ აბსოლუტურად და მდიდრდებით, იქედან მოდის ეს თქვენი აცდენა რეალობასთან და კმაყოფილება რეალურად.

ამიტომ კიდევ ერთხელ ვუბრუნდები, დღესაც გამოვიდა კობახიძე და ზარზეიმით მოგვახსენა, რომ ეკონომიკა ყვავისო. სად ყვავის ეკონომიკა? მე გეკითხები, სად არის ეს აყვავებული ეკონომიკა? რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოქალაქეები ამას თავის თავზე? გაეცით ამ კითხვებს პასუხი, ნუ გაურბიხართ კითხვებს, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა “მეგობარი აქტი” – ეს ივანიშვილისა და მისი კლანის საერთაშორისო...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის...

“სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვამბობ: 2025 წლის 9 მაისს ე.წ. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვში ჩასვლას...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე სკანდალურ...

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში” – მანანა ანდღულაძე

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი წარმომადგენელი,...

“სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!” – მამუკა მდინარაძე

საგამოძიებო კომისიიასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას...