spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი12-14 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი - ადრეული გაზაფხულის...

12-14 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი – ადრეული გაზაფხულის თბილი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 12-14 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

⛅️ დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოში 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

🌦 ქ. თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

💨 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

🌥 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსი იქნება.

☁️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 12-13 მარტს უნალექო, ხოლო 14 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი იქნება.

🌥 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛈️13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...