ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციური ამომრჩევლის რეალური ორიენტირი მხოლოდ ოთხი საარჩევნო პლატფორმაა"...

“ოპოზიციური ამომრჩევლის რეალური ორიენტირი მხოლოდ ოთხი საარჩევნო პლატფორმაა” – დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილის რჩევები ოპოზიციური პარტიებისადმი – გამარჯვებისა და “კოალიციური მთავრობის” ფორმირების “ფორმულა” მისი თვალთახედვით:

ოპოზიციური ამომრჩევლის რეალური ორიენტირი მხოლოდ ოთხი საარჩევნო პლატფორმაა:

N4 (მელიას პლატფორმა);
N5 (სააკაშვილის პლატფორმა);
N9 (ხაზარაძის პლატფორმა);
N25 (გახარიას პლატფორმა).

ამ ოთხიდან რომელიმეში უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი იმ ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებიც, წინასწარ ცნობილია, რომ 5 პროცენტიან ბარიერს (100 000 ხმა) ვერ დაძლევენ. ამასთანავე, მათით გაძლიერება აუცილებლად დასჭირდებათ ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმების ლიდერებს – ოპოზიციური ამომრჩევლის სრულად მობილიზებისა და კვალიფიციური სახელისუფლებო კოალიციის შესაქმნელად.

სინერგიის დროა. მილიონი ბარიერგადალახული ხმა იგებს არჩევნებს.

5 პროცენტთან ახლოს მყოფი რომელიმე სუბიექტის ბარიერს ქვევით დარჩენა ნიშნავს უმცირესობის ხმებით ამ ხელისუფლების უმრავლესობაში დატოვებას. ეს სულ უნდა გვახსოვდეს.

მიზანმიმართულად დაბალი, ერთპროცენტიანი ფინანსური ბარიერის დასაძლევად – წელიწადში მინიმუმ 300 ათასი ლარის ბიუჯეტიდან მისაღებად ხელისუფლების წახალისებით საბალახოდ გამოშვებული ფსევდოოპოზია (თავისი, არსებითად პროსახელისუფლებო ბაქი-ბუქით, რომ დამოუკიდებლად გადალახავენ ბარიერს) უნდა გავანულოთ. არც იდეოლოგიური კეკლუცობის და საკუთარი 0.5-1-2 პროცენტის განიავების დროა.

პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის, ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტების და დემოკრატიული რესურსის ყველა სხვა შემადგენლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ ხმა მისცეს ბარიერის უცილობლად დამძლევ ძალებს – რომელიმეს ამ ოთხიდან.

ყველა კონკურენტუნარიანი საარჩევნო სუბიექტი რეალურად დე-ფაქტო კოალიციური პლატფორმაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერდძენიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...