ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე "მასტერ ლიგის" მხარდაჭერისა და მის განვითარებაში...

კახა კალაძე “მასტერ ლიგის” მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ტურნირში წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული.

ბევრი ყოფილი ფეხბურთელი მონაწილეობს ამ ტურნირში და ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირის დაფუძნების თანამონაწილე ვარ. საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ფეხბურთი და იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ, დაკავდნენ სპორტით, აღნიშნული ტურნირი ამის ძალიან მაგარი შესაძლებლობაა. წლიდან წლამდე ეს ტურნირი ძალებს იკრებს და დარწმუნებული ვარ, წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, ახალი თაობა დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხატა ტურნირის ორგანიზატორებსა და სპონსორებს.

„მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დედაქალაქის მერი, უკვე მეორედ, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, კახა კალაძე წლევანდელი „მასტერ ქაფის“ საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ „მასტერ ლიგების“, ასევე, „მასტერ ლიგა 3“-ის, „მასტერ ლიგა 2“-ის, „მასტერ ლიგა 1“-ის, „თბილისის მერიის თასის“ და „მასტერ ქაფის“ ტურნირების მონაწილე საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდების მენეჯერები, მათ შორის თბილისის მერიისა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის გუნდებიდან.

7×7 ფეხბურთის ასოციაცია, უკვე მეექვსე წელია, ორგანიზებას უწევს 7×7 საფეხბურთო ჩემპიონატებს, რათა ხელი შეეწყოს ფეხბურთის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პროფესიონალური, ნახევრად პროფესიონალური და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბებას.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...