საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია გელათისა და ყინწვისის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის დროს შექმნილი სერიოზული პრობლემების გამო Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
,,ვფიქრობ, აუცილებელია ერთი საპროტესტო მარში გელათსა და ყინწვისში…
გელათი არ არის მხოლოდ წარსული.. ის ჩვენი ორიენტირია ქრისტიანული დასავლეთისკენ, ამიტომაც იწოდებოდა იგი სხვა ათინად და ახალ რომად.
გელათის ნგრევა, უძვირფასესი ფრესკების წაშლა ჩვენი ერთობის და მომავლის ნგრევაა და ეს შედის დამპყრობლის ინტერესებში, რათა წაგვიშალოს დიადი წარსული და დასავლური ერთობის მეხსიერება ❤️❤️❤️❤️❤️“, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე