ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბოლომდე ვიბრძოლებ და ამ უსამართლობას, რომელიც არა მხოლოდ...

“ბოლომდე ვიბრძოლებ და ამ უსამართლობას, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ხალხს ეხება, არც ერთ შემთხვევაში არ დავუხრი თავს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის წინაპრებს იხსენებს, ამ ფონზე საკუთარ ბრძოლისუნარიანობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ იბრძოლებს ბოლომდე:

ამასწინათ, ვლადიმერ კარა-მურზას ბებიის ინტერვიუ ვნახე და აღმოჩნდა, რომ სტალინის დროს კარა-მურზას ბაბუა ციხეში იმყოფებოდა.

ჩემი დიდი ბაბუა და დიდი ბებია, ნიკოლოზ წერეთელი და თამარ აბაშიძე, ასევე ბაბუაჩემის მამა, დომენტი ალასანია, ყველანი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი იყვნენ. ნიკუშა წერეთელი 10 წლით გადაასახლეს, მისი ძმა, ალოშა წერეთელი 20 წელზე მეტით, თამარის ძმა დახვრიტეს, მამამისი, ჯიბო არაერთხელ იყო დაპატიმრებული და ბოლოს გულაგს შეეწირა, დომენტი 10 წელი იყო ბანაკში.

იმ ხალხის შთამომავლები, რომლებიც ჩემს წინაპრებს პოლიტიკურად დევნიდნენ და ანადგურებდნენ, ახლა ჩემი განადგურებით არიან დაკავებული. მე მინდა სალომე ზურაბიშვილს დავუსვა კითხვა, მისი წარმოშობის გათვალისწინებით, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ამ ხალხის კომპანიაში?

მე ბავშვობიდან ვიზრდებოდი იმ აზრით, რომ არსებობს უსამართლობა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს უხეშად გადაგიაროს და მოგკლას კიდევაც, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას გავუკეთე, ბნელეთის აგენტები მაინც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში მომწვდებოდნენ და სამაგალითო განადგურებას მომიწყობდნენ.

არა უშავს, მე თუნდაც ჩემი წინაპრების გამო, ბოლომდე ვიბრძოლებ და ამ უსამართლობას, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ხალხს ეხება, არც ერთ შემთხვევაში არ დავუხრი თავს!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...