spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისერგო ჩიხლაძე: "ივანიშვილს და მის მთავრობას მივმართავ, რა...

სერგო ჩიხლაძე: “ივანიშვილს და მის მთავრობას მივმართავ, რა დაგიშავათ გურიამ? რა დაგიშავეს გურულებმა? რა დაგიშავათ ამ რეგიონმა, რომელიც დღეს ფაქტიურად დაცლილია?”

მეგობრებო, ეს არის რეგიონი, სადაც ყოველი მეოთხე მოქალაქე იბრძვის თავის გადასარჩენად, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. დიახ დღეს 100 000 მახცხოვრებლიდან გურიაში 25 000 იღებს მიზერულ სოციალურ შემწეობას ან არის სოციალური პროგრამის მონაწილე”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, დღეს ოჯახები გურიიდან იძულებულნი არიან ემიგრაციაში წავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოკვებონ შვილები და მოხუცი მშობლები

მეგობრებო, ეს ულამაზესი მხარე გურია დღეს არის ქვეყნის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონი. მეგობრებო, ეს არის რეგიონი, სადაც ყოველი მეოთხე მოქალაქე იბრძვის თავის გადასარჩენად, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. დიახ დღეს 100 000 მახცხოვრებლიდან გურიაში 25 000 იღებს მიზერულ სოციალურ შემწეობას ან არის სოციალური პროგრამის მონაწილე. დიახ დღეს გურულები ებრძვიან სიღარიბეს, ფასების ზრდას, გაუსაძლის გადასახადებს, უმუშევრობას და უპერსპექტიობას.

მეგობრებო, დღეს ოჯახები გურიიდან იძულებულნი არიან ემიგრაციაში წავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოკვებონ შვილები, მოხუცი მშობლები. გული დაგეწვება ყოველ ჯერზე, როცა გურიის სოფლებს გამოივლი და ნახავ ეკალ-ბარდებით გადავლილ ეზოებს, დაბოქლომებულ კარმიდამოებს, კარმიდამოებს სადაც წლებია უკვე არავინ ჩამოსულა. რა არის ამის მიზეზი? გაუსაძლისი ყოფა, გაორმაგებული ფასები, უმუშევრობა და უპესპექტიობა.

და რას აკეთებს ამ დროს ივანიშვილის მთავრობა ხალხისთვის? ამ კონკრეტული რეგიონისთვის? არაფერს. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე და ოჯახებზე ზრუნავენ. ივანიშვილი და მისი მინისტრები მდიდრდებიან თქვენ ხარჯზე, ჩვენს ხარჯზე, უბრალო ადამიანების ხარჯზე. ივანიშვილმა და მისმა მინისტრებმა გურულების გაჭირვებაზე თვალი დახუჭეს დიდი ხანია.

მათ არ აინტერესებს როგორ გაჭირვებაშ ცხოვრობს აქ ადამიანი, მათ არ აინტერესებს, რომ ბევრი ბავშვი სკოლაში მშიერი დადის, მათ არ აინტერესებთ რომ ოჯახები ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში ვერ უმკლავდებიან ამ გაორმაგებულ და გასამმაგებულ ფასებს, მათ არ აინტერესებთ და უბრალოდ არ უყვართ ადამიანები. ივანიშვილს და მის მინისტრებს მხოლოდ თავიანთი ფული უყვართ და არა ადამიანები. ივანიშვილს და მის მთავრობას მივმართავ, რა დაგიშავა გურიამ? რა დაგიშავეს გურულებმა? რა დაგიშავა ამ რეგიონმა, რომელიც დღეს ფაქტიურად დაცლილია.

დროა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ პასუხი აგოს ეკონომიკის დაქცევზე და იმ გაუსაძლისი პირობების შექმნაზე რამაც ქარველი კაცი უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო და ბევრი მათგანი აიძულა ქვეყნიდან გადახვეწილიყო. ჩვენ უკეთესს ვიმსახურებთ. და ეს დროც დგება, ოქტომბერში ჩვენ ერთად, ერთიანობით და პრინციპულობით შევქმნით ამ ქვეყნის უკეთესს მომავალს”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...