,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა შველიძე, სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარში ახალგაზრდების შემართებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს გარუსებას არ დაუშვებენ:
,,გავიხსენეთ მაშინდელი ჩვენი მოღვაწეობა, რაც ვეცადეთ და ნაწილობრივ გამოგვივიდა და ვანახებთ ჩვენ მთავრობას, რომ ახალგაზრდები ისევ მზად ვართ, რომ თუ იგივენაირ კანონს შემოიტანენ, რასაც მაშინ ცდილობდნენ, ისევ იგივე მუხტი მოყვება, არ დავნებდებით და არ დავუშვებთ იმას, რომ საქართველო გაარუსონ’’, – განაცხადა ლუკა შველიძემ.
ინფორმაციისთვის: ახალგაზრდულმა და სტუდენტურმა მოძრაობებმა მარტის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით აქცია გამართეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასეს.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი