spot_img
მთავარიმონიტორინგი"დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, აქტიურად ახორციელებენ...

“დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, აქტიურად ახორციელებენ გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს” – ლევან ჯღარკავა

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ:

✅ კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.

➡ ყველაზე მეტი – 1 895 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 866 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 744 – ბათუმში და 594 – რუსთავში.
➡ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 – ფიზიკური პირია, ხოლო 571 – იურიდიული პირი.
➡ აღსანიშნავია, რომ 2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს დაეკისრათ, 1 449 – მიკროავტობუსის, 212 – სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს.

საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაცაა. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, აქტიურად ახორციელებენ გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

❗ აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.

✅ ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით არის შესაძლებელი.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...