პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად კუთვნილ დაფინანსებას...

“საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად კუთვნილ დაფინანსებას ითხოვს, თუმცა სამინისტრო მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს” – ნანა ტოხვაძე

შეჭირვებული სოციალური მდგომარეობის მქონე საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ობოლ სტუდენტს სამინისტრო უარს უცხადებს დაფინანსებაზე?!” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს და სამინისტროს მხრიდან ახალგაზრდისათვის შექმნილ ბარიერებზე საუბრობს:

ავტორიტარიზმს საფრთხეს უქმნიან ახალგაზრდები და ამიტომაც ერეკებიან მათ ქვეყნიდან. გასული წლის დეკემბრიდან, საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები სტუდენტი, ზურაბ ხომასურიძე სწავლის გასაგრძელებლად კუთვნილ დაფინანსებას ითხოვს.

არაერთი წერილისა თუ მიმართვის შემდეგ, მან უარი მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2013 წლიდან მოქმედებს უწყებათაშორისი დროებითი სამთავრობო კომისია, რომლის 27-ე სხდომის შედეგად გადაწყდა, რომ კონფლიქტით დაზარალებულთა საჭიროებებზე რეაგირების ფარგლებში გამოუყო ბიუჯეტი, რომლითაც დახმარებას გაუწევდნენ სტუდენტებს და თანხა მოხმარდებოდა 2023-2024 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებას.

თუმცა ვის საჭიროებებზე მიემართება ეს თანხები, როდესაც შეჭირვებული სოციალური მდგომარეობის მქონე საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ობოლ სტუდენტს სამინისტრო უარს უცხადებს დაფინანსებაზე?!

ამ უსამართლობასთან ბრძოლით დაღლილი ახალგაზრდა იძულებული ხდება, მიატოვოს სწავლა, დატოვოს ქვეყანა და ბედი ემიგრაციაში ეძებოს”, – განაცხადა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...