ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 8-11 მარტის პერიოდისთვის

7 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 8 მარტიდან 4 დღის განმავლობაში.

თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარის კურსის არასტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გაუფასურების დინამიკით, რაც ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შეიცვალა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

5 მარტი – 2.6590;
6 მარტი – 2.6586;
7 მარტი – 2.6581.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 8 მარტიდან 4 დღის განმავლობაში ეღირება 2.6576 ლარი.

გაუფასურების დინამიკა შენარჩუნდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

5 მარტი – 2.8863;
6 მარტი – 2.8851;
7 მარტი – 2.8904.

ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა 0.0045 ლარით და 8 მარტიდან 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8949 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, მეტ შემთხვევაში გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3884 ლარი (გაუფასურდა 0.0081 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0834 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6977 (გაუფასურდა 0.0035 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5629 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.5883 ლარი (გამყარდა 0.0040 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0173 ლარი (გაუფასურდა 0.0145 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6920 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2101 ლარი (გაუფასურდა 0.0010 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3939 ლარი (გაუფასურდა 0.0250 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7964 ლარი (გაუფასურდა 0.0218 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაშიც გამოიკვეთა არასტაბილურობა, თუმცა ბოლო კვირაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

5 მარტი – 2.9111;
6 მარტი – 2.9184;
7 მარტი – 2.9453.

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0176 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 8 მარტიდან 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9277 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული