spot_img
მთავარისხვადასხვა"ბატონო მამუკა, რატომ არ პასუხობთ მთავარ კითხვას? რატომ...

“ბატონო მამუკა, რატომ არ პასუხობთ მთავარ კითხვას? რატომ გარბის ასობით ათასი ქართველი საქართველოდან? რატომ გავიდა 800 000 მოქალაქე საქართველოდან 2013 წლიდან დღემდე?” – სერგო ჩიხლაძე

ბატონო მამუკა, რატომ ცრუობთ, რომ თურმე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა? საკუთარი სტატისტიკის სამსახურის გვერდზე გიდევთ მონაცემები, სადაც „ექსელის“ ფაილებში დაჯამებულია რომ საქართველო იცლება ქართველებისგან, თქვენ როგორ აჯამებთ? რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ შემოვიდნენ, ამით დააბალანსეთ ჯამი?“ – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვეში ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ „საკადრის პასუხს გასცემს და პოლიტიკურ ვერდიქტს გამოუტანს“:

ბატონო მამუკა, რატომ არ პასუხობთ მთავარ კითხვას? რატომ გარბის ასობით ათასი ქართველი საქართველოდან? რატომ გავიდა 800 000 მოქალაქე საქართველოდან 2013 წლიდან დღემდე? ბატონო მამუკა, რატომ ცრუობთ? რატომ ცრუობთ, რომ თურმე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა? იგივე ტყუილი გაიმეორა თქვენმა პრემიერმაც რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში გამოსვლისას.

არადა, საკუთარი სტატისტიკის სამსახურის გვერდზე გიდევთ მონაცემები, ოფიციალურად, სადაც „ექსელის“ ფაილებში დაჯამებულია რომ საქართველო იცლება ქართველებისგან, მოქალაქეებისგან. თქვენ როგორ აჯამებთ? რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ შემოვიდნენ, ამით დააბალანსეთ ჯამი? ქართველებზე, საქართველოს მოქალაქეებზე გეკითხებით, ბატონო მამუკა და ბატონო ირაკლი.

არ გრცხვენიათ? ნუთუ მართლა ვერ ხედავთ ქვეყნიდან გაქცეულ ქართველებს, გახლეჩილ ოჯახებს, დედებს და მამებს, რომლებიც წლები ვერ ნახულობენ თავიანთ შვილებს? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ის დემოგრაფიული კატასტროფა, რაც ქვეყანაში გვაქვს, როდესაც სიკვდილიანობა ბევრად ჭარბობს დაბადების მაჩვენებელს, განპირობებულია ზუსტად იმით, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოსახლეობისგან იცლება ქვეყანა? რომ სიღარიბე, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, უპერსპექტივობა აიძულებს ჩვენ თანამოქალაქეებს დატოვონ ეს მშვენიერი ქვეყანა და სხვა ქვეყნებში ეძებონ ლუკმაპური.

თქვენი და თქვენი თანაპარტიელები ღლიცინებთ და დასცინით ადამიანებს ვისაც შიათ, დასცინით ადამიანებს, რომლებსაც გაზრდილი ფასები აწუხებთ, დასცინით ადამიანებს ვისაც შვილის გამოკვების პრობლემა უდგათ. ეს არის ადამიანობა? ეს არის კაცობა? ბატონო მამუკა, არ დადიხართ სოფელში, რაიონში? როგორც ვიცი, თქვენი და ჩემი წინაპრები ერთი სოფლიდან ყოფილან.

ნუთუ დადიხართ სოფელში და ვერ ნახეთ გამოკეტილი სახლები? მინაჩამტვრეული, ჭიშკარჩამონგრეული მიტოვებულ სახლები და ეზოები? არ გაგიგიათ ოჯახებზე, დედებზე, მამებზე რომლებიც საქართველოს ტოვებენ? ტოვებენ იმიტომ, რომ ვერ აუდიან ამ გაძვირებულ ცხოვრებას, ვერ უმკლავდებიან გაორმაგებულ და გაოთხმაგებულ ფასებს, ტოვებენ იმიტომ, რომ სამსახურებს ვერ შოულობენ, შვილებისთვის ან მშობლებისთვის საკვებს ვერ ყიდულობენ.

როგორ შეიძლება ეს არ იცოდეთ თქვენ ან თქვენმა პრემიერმა? როგორ შეიძლება ქართველის კაცის გასაჭირი თქვენთვის სულერთი იყოს? როგორ შეიძლება არ გაწუხებდეთ, ის რომ თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩვენ, როგორც ერს, დაგვიდგება ყოფნა-არყოფნის საკითხი? დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გაგცემთ და გამოგიტანთ პოლიტიკურ ვერდიქტს. დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარ დასცინებთ საქართველოს მოქალაქეებს და აღარ იღლიცინებთ გაზრდილ ფასებზე და მოშიმშილე ოჯახებზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...