ხუთშაბათი, მარტი 28, 2024

ძნელი ყოფილა, ბატონო გიორგი, როცა ხელისუფლება დაგეჯახება, მაგრამ მე ვერ დამაჩოქებენ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

პარლამენტის შესასვლელთან განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, გამოეხმაურა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერი შეხვდა მალხაზ მაჩალიკაშვილს და მხარდაჭერა გამოუცხადა მას სიმართლისთვის ბრძოლაში:

“ბატონო გიორგი, ძალიან ძნელი ყოფილა, როცა დაგეჯახება ხელისუფლება, ამას არ მოველოდი, ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე ვერ დამაჩოქებენ!

მე არ ვარ მაგარი, მაგარი ჩემი სიმართლეა!” – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

“ახალი საქართველოს” ლიდერმა დაგმო ხელისუფლების ქმედებები, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილს და პირობა დადო, რომ ამ საქმეებს აუცილებლად გამოიძიებენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე:

“ქართული ოცნების ლიდერებს მინდა მივმართო: თქვენ ხართ უსამართლოები, უნამუსოები. არ გეგონოთ, რომ ამ ვაჟკაც ადამიანს ვინმე დაგაჩაგვრინებთ. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

როგორ ექცევით შვილმოკლულ მამას?! პასუხს აგებთ ამაზე!

საქართველოში სამართლიანობა იზეიმებს და ამ საქმეებს აუცილებლად გამოვიძიებთ. არ გეგონოთ, რომ გაგივათ, რასაც თქვენ აკეთებთ!

თქვენ ვერ გატეხავთ ვახას და ჩვენც ბოლომდე გავუდგებით მას გვერდში!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: მალხაზ მაჩალიკაშვილი, მიუხედავად მასზე დაშვებული საშვისა, მაინც არ შეუშვეს პარლამენტში, რა დროსაც მოხდა ინციდენტი და მალხაზ მაჩალიკაშვილმა გონება დაკარგა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული