შაბათი, მარტი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაGGLegal - ქართველი ადვოკატები დასავლური გამოცდილებით

GGLegal – ქართველი ადვოკატები დასავლური გამოცდილებით

GG legal-ის წამყვანი ქართული იურიდიული კომპანიაა. მისი დამფუძნებლები, ქართველი იურისტები გვანცა გამეზარდაშვილი და ნატა გელაძე არიან. ახალგაზრდა იურისტებმა, განათლება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს. რატომ დაბრუნდნენ საქართველოში და რატომ გადაწყვიტეს იურიდიული კომპანიის დაფუძნება, ამაზე თავად საუბრობენ:

“ის გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთ შევიძინეთ, დაგვეხმარება დავნერგოთ თანამედროვე სტანდარტები და მიდგომები, როგორც კლიენტთა მომსახურების სფეროში, ასევე სამართალწარმოების პროცესში. ამისთვის კი აქტიურად ვართ ჩართულნი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ამავდროულად,  საამართლო და ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ვცდილობთ მივაწოდოთ დადგენილისგან განსხვავებული, სიღრმისეული და სამართლიანი გადაწყვეტის გზები.  ეს გვაძლევს საშუალებას, შევცვალოთ დამკვიდრებული პრაქტიკა მეტად მოქნილი და უკეთესი მოდელით.

ჩვენი იურიდიული კომპანიის ორიენტირი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი დახმარებაა, არამედ ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურების დახმარებით, ძალიან მარტივად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ან თუნდაც ბიზნესის წარმომადგენელს, საქართველოში ჩამოსვლამდე ვაწვდით კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას და ვუმზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, რაც ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენს გუდს წარმოადგენენ იურისტები რომლებიც რამოდენიმე ენაზე აწარმოებენ დოკუმენტაციას.

ჩვენი კლიენტების უმეტესი ნაწილი უცხოელია. თითოეულს ინდივიდუალური პრობლემა აქვს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ითხოვენ კვალიფიციურ სამართლებრივ  დახმარებას საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ან თავშესაფარის მიღებაში  მიზნით.  ასევე, ხშირია, როდესაც წყვილი აპირებს განქორწინებას და ერთ-ერთი მათგანი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. მოგვმართავენ ალიმენტის, ქონების გაყოფის, ასევე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების მოთხოვნით.  რაც შეეხება ბიზნესის ნაწილს, დაკვეთის შემთხვევაში, ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩავატაროთ კვლევა კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ე.წ. (Due Diligence) და დამკვეთს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თუ რა რისკების წინაშე დგას მისი კომპანია და რა იქნება მათი გადაჭრის საუკეთესო შესაძლებლობა. სწორედ, წარმატებულ ბიზნესსა და სამართლებრივად მეტად დაცულ ადამიანებზეა ორიენტირებული ჩვენი გუნდი, სადაც ჩვენ მოწვეული გვყავს გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რომელთა უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, უფრო მარტივად შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას,” – ნატა გელაძე, დამფუძნებელი.

ამ დროისთვის, კომპანია “GGLEGAL” რამდენიმე იურისტს აერთიანებს. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვანცა გამეზარდაშვილი აცხადებს, მომავალში გუნდი ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს.

” ვსწავლობდი და ვმუშაობდი ამერიკაში. ასევე, გარკვეული პერიოდი გერმანიაშიც. ამ ორ ყვეყანას შორის არსებულმა პოლიტიკურმა, მენტალურმა თუ კულტურულმა განსხვავებამ, დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. დიდხანს ვფიქრობდი საქართველოში დაბრუნებაზე. გესმით ალბათ, ცდუნება საკმაოდ დიდია, როდესაც ხარ ბევრისთვის საოცნებო ქვეყანაში და მუშაობ შენი საოცნებო პროფესიით. თუმცა, ახალ გამოწვევებს არასდროს ვუშინდები. მე და ჩემმა მეგობრებმა, გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა იურიდიული კომპანია და ის გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები, რომელიც თითოეულმა შევიძინეთ, აქ, ჩვენს სამშობლოში გამოგვეყენებინა.
მუშაობის დასავლური ტემპი და კულტურა განსხვავდება ჩვენგან. სწორედ ესაა ჩვენი მიზანიც, დავნერგოთ ინოვავიური სტანდარტები, გავწიოთ კვალიფიციური მომსახურება და მაქსიმალურად დავიცვათ მოქალაქის ინტერესები. უახლოეს მომავალში, ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს. ვგეგმავთ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებას,” – გვანცა გამეზარდაშვილი, დამფუძნებელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს პატარა გველეშაპი ქვეყანა ასე მარტივად ყლაპავს თავისივე შვილებს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე თავის...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორია დააკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ...

ComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” მეთორმეტედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 აპრილიდან...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...