ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 მარტის პერიოდისთვის

1 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 2 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარის კურსის არასტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გაუფასურების დინამიკით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

27 თებერვალი – 2.6525;
28 თებერვალი – 2.6562;
29 თებერვალი – 2.6606;
1 მარტი       – 2.6599.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა 0.0003 ლარით და 1 აშშ დოლარი 2 მარტიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6596 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

27 თებერვალი – 2.8769;
28 თებერვალი – 2.8820;
29 თებერვალი – 2.878;
1 მარტი – 2.8839.

რამდენიმე დღიანი არასტაბილურობისა და გაუფასურების შემდეგ, ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა 0.0094 ლარით და 2 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8745 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, მეტ შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3596 ლარი (გამყარდა 0.0081 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0849 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6970 (გამყარდა 0.0026 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5641 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.5882 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0025 ლარი (გამყარდა 0.0198 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6942 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2079 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4388 ლარი (გაუფასურდა 0.0209 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7686 ლარი (გამყარდა 0.0043 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაში, სიტუაცია პირიქითა იყო, თებერვალში დაფიქსირდა ლარის სტაბილურობისა და გამყარების დინამიკა, თუმცა ბოლო კვირაში სიტუაცია შეიცვალა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

27 თებერვალი – 2.8730;
28 თებერვალი – 2.8893;
29 თებერვალი – 2.9008;
1 მარტი – 2.9277.

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0171 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 2 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9106 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული