ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიწასულია ჩემი საქმე, კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო...

წასულია ჩემი საქმე, კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება – ირაკლი ოქრუაშვილი

სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მის მიმართ წარმოებულ საგამოძიებო საქმეზე მოწმის გამოჩენის თაობაზე საუბრობს, ირონიულ კონკტექსტში მოიხსენიებს აღნიშნულ ფაქტს და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში:

“წასულია ჩემი საქმე. კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოკრა განკითხვის ჟამმა. სულ მეშინოდა, რომ პროკურატურა იმ ,,ერთადერთ’’, ,,ნამდვილ’’ და ,,პირდაპირ მოწმეს’’ ადრე თუ გვიან, მაინც იპოვიდა, რომელიც რობაქიძის საქმეში ჩემს მონაწილეობას დაადასტურებდა.

Be hold!!!
აი ისიც – მიშა ქარელი.
ერთ-ერთ სუფრაზე 15 წლის წინ, სადაც მეც ვიჯექიო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა თუ როგორ დაავალა რობაქიძის საქმის ფაბრიკაციაო. ოღონდ, არც ის მახსოვს, რომელ რესტორანში იყო სუფრაო და არც ის, სუფრის სხვა წევრები ვინ იყვნენო.

ორი რამ ვერ ვისწავლე ცხოვრებაში:
ერთი, სუფრაზე, რომ არ უნდა ვილაპარაკო ყველას გასაგონად ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები და მეორე, ღორის ტილი თავზე არ უნდა დაისვა, თორემ ბოლოს თავზე დაგაჯდება.

ჩემი თავი ჯანდაბას, ეხლა მხოლოდ ივანიშვილი მეცოდება. კაცი 8 წლის წინ ალასანიას, უსუფაშვილის და მსგავსი გაქანების ხალხის იმედად იყო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თამარ ჩუგოშვილის იმედად.
2020 მიშა ქარელის იმედად დარჩა.

საქართველოს პროკურატურავ,
პლანს რომ ეწოდით ვიცოდი, მაგრამ თქვენ თურმე კოკაინის ყნოსვაზე გადასულხართ. ცოტა დოზებს დაუკელით, თორემ ფარცხალაძის და ნაცვლიშვილის დოზებით დაიხოცებით და თქვენც მეცოდებით,” – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიშა უნდა იყოს თავისუფალი და ესენი უნდა იყვნენ რუსეთში” – პეტრე ცისკარიშვილი მმართველ პარტიაზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, მწვავე შეფასებებით...

“იცით რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ნანუკამ? რამდენი ბავშვი იყო მის იმედზე?” – ელისო კილაძე

"ნანუკას ფონდის" დაყადაღებას "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან პოზიტიური შეფასებები...

“პოლიციელი გმირია, მართლა საფლავის ქვაზე წარწერაა უკვე” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მხოლოდ მარშები და რუსთაველის გადაკეტვა აღარ კმარა‼️” – ელისო კილაძე

"ტვ პირველის" ეთერში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და პოლიტიკური ბრძოლის...

“მშვიდობას ვერ მოიტანს პუტინის ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობას მოიტანს პუტინის სტალინთან შეხვედრა” – დავით ნებიერიძე

ტრამპი-პუტინის შეხვედრისა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემას, პუტინთან მიმართებაში,...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“თქვენ შეაშინეთ კოლია ახობაძე! შევხვდებით საღამოს რუსთაველზე! ცეცხლი ოლიგარქიას!” – ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი განსხვავებას...