შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში ხშირად ვხვდებით შინაური ბინადარი...

“სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში ხშირად ვხვდებით შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანის ამკრძალავ ნიშანს…” – შორენა ლობჟანიძე პეტიციასა და საკანონმდებლო ინიციატივაზე

ცხოველთადამცველმა შორენა ლობჟანიძემ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2041 მოქალაქის ხელმოწერილი, პეტიცია და საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რომლითაც ითხოვს საპარკინგე ადგილების და დახურული სივრცეების მოწყობას შინაური ბინადარი ცხოველებისთვის:

,,სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში ხშირად ვხვდებით შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანის ამკრძალავ ნიშანს, მათ შორის, იუსტიციის სახლში, სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვ., რაც მოქალაქეებისთვის ზედმიწევნით დიდი დისკომფორტის შემქმნელია.

სხვადასხვა სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები აპელირებენ მომხმარებლებისთვის სერვისის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიწოდებისათვის ქცევის ზოგად წესებზე, იმის და მიუხედავად, რომ საქართველოში შინაური ცხოველის მესაკუთრის ძაღლს კანონი ავალდებულებს მოკლე საბელით და ალიკაპით სარგებლობას (გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ დეკორატიული ჯიშის ძაღლები).

საფრთხის შემცველები არ არიან კატები, არ საჭიროებენ ალიკაპს და მათი შეყვანა არცერთ ზემოთხსენებულ დაწესებულებას, მის თანამშრომლებს და/ან მომხმარებლებს არ უქმნიან დისკომფორტს ან საფრთხისშემცველ გარემოს. ასევე, ცხოველი რომელიც არის მიკროჩიპირებული და ვაქცინირებულია არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას. მისი შეყვანა ობიექტებში არ არღვევს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ჰასპის და ფარმაკოპეას მოქმედ სტანდარტებს, რადგან არცერთ მათგანში არ ხდება საკვების ან სამედიცინო პროდუქციის ღია ფორმით წარმოება.

ყოველივედან გამომდინარე, პეტიციაზე ხელმომწერ მოქალაქეებთან ერთად ვითხოვ:

1. მომხმარებლებისთვის სერვისის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიწოდებისათვის გამოიყოს შესაბამისი დახურული სივრცეები, სადაც შინაური ცხოველის მესაკუთრეებს საშუალება მიეცემათ ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვონ საკუთარი ბინადარი ცხოველი/ები სერვისის მიღებამდე, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ანალოგები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია 2021 წლიდან;
2. სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, სადაც კანონით აკრძალულია ცხოველების შეყვანა, შენობების შესასვლელში კანონით დავალდებულდეს სპეციალური ფართის და კაუჭების არსებობა შინაური ბინადარი ცხოველების უსაფრთხოდ დასატოვებლად, გამოიყოს შესაბამისი საპარკინგო ადგილი შინაური ბინადარი ცხოველებისთვის,“- განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...