ორშაბათი, მაისი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს დგას უკრაინის მხარეს და...

“მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს დგას უკრაინის მხარეს და დღეს დგას ნათელ მხარეს” – ლუკა ჭოხონელიძე

სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე, სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარს აკეთებს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით:

,,პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი საკითხი ის არის, რომ მთელი მსოფლიო შეთანხმდა, თუ რომელია ტერორისტული სახელმწიფო და ვინ არის ამ ომში დამნაშავე. მით უმეტეს გასული დღეების, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ციხეში პოლიტ-პატიმარი მოკვდა ნავალნის სახით და ამის შემდეგ უფრო გამძაფრდა რუსეთის საწინააღმდეგოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჯო ბაიდენის განცხადებები.

24 თებერვალი არის თარიღი, როცა კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთმა თავისი რეალური სახე მთელ მსოფლიოს. რეალურად პუტინის გეგმა იყო, რომ კიევი უნდა აეღო 3 დღეში, თუმცა ეს გეგმაც ჩაუვარდა და ამ გეგმის ჩავარდნაში ლომის წვლილი აქვთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს – უკრაინელ ჯარისკაცებს, როგორც ქალებს ისე კაცებს და ასევე დიდი წვლილი არის ჩვენი ქართველი ჯარისკაცი ბიჭების, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან უკრაინაში აგერ უკვე 2 წელიწადია. რამდენი ჩამოასვენეს, მაგრამ არ წყდება მათი დაჟინებული ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ…

ვფიქრობ პუტინის ეს გეგმები საბოლოოდ მაინც კრახისკენ წავა. იმიტომ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს დგას უკრაინის მხარეს და დღეს დგას ნათელ მხარეს. ასე, რომ ვფიქრობ რუსეთის ეს ძირგამომპალი იმპერია საბოლოოდ მაინც დამარცხდება და 24 თებერვალი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი თარიღი, იქნება სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღე’’, – განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მთელი ხელისუფლება მანქურთებითაა დაკომპლექტებული” – ლევან ბერძენიშვილი

ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი და პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“რადიკალებმა თითქოს უკუსვლა ჩართეს – 26 მაისს არანაირ პროვოკაციას არ ვაპირებთო” – ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მმართველი...

“ეს რა აღვირახსნილება, დამანგრეველი უკანონობაა ქვეყანაში, ეს რა სირცხვილშია ქვეყანა…” – თაკო ჩარკვიანი ზურაბ...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მძიმე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-27 მაისის პერიოდისთვის

23 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი, გიორგი ვაშაძესთან ერთად, წლებია ამ უთანასწორო ბრძოლაშია და ვერავინ და ვერაფერი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უარი განაცხადა საგამოძიებო კომისიაზე...

თაკო ჩარკვიანი – ხალხმა არ და აღარ მიიღო ეს ლუსტრირებული “პუტინკა”

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი კონკრეტულ ფაქტების...