ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 თებერვლის პერიოდისთვის

23 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 24 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.

თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარის კურსის არასტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გაუფასურების დინამიკით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

20 თებერვალი – 2.6449;
21 თებერვალი – 2.6467;
22 თებერვალი – 2.6501;
23 თებერვალი – 2.6505.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა 0.0025 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6530 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

20 თებერვალი – 2.8504;
21 თებერვალი – 2.8600;
22 თებერვალი – 2.8618;
23 თებერვალი – 2.8774.

რამდენიმე დღიანი გაუფასურების შემდეგ, ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა 0.0072 ლარით და 24 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8708 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, მეტ შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3600 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0853 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6925 (გაუფასურდა 0.0039 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5602 ლარი (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.5790 ლარი (გაუფასურდა 0.0086 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0110 ლარი (გამყარდა 0.0095 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6857 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1984 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2877 ლარი (გაუფასურდა 0.0386 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7600 ლარი (გამყარდა 0.0051 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაში, სიტუაცია პირიქითაა, თებერვალში სახეზე იყო ლარის სტაბილურობისა და გამყარების დინამიკა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

20 თებერვალი – 2.8604;
21 თებერვალი – 2.8614;
22 თებერვალი – 2.8612;
23 თებერვალი – 2.8419.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0457 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 24 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7962 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული