spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიალო, ბატისტვინავ, იზორიას ძმას თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს,...

ალო, ბატისტვინავ, იზორიას ძმას თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ მართავს ავტომობილს? – ნიკა გვარამია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებას, რომ კიტა იზორია (თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა) ფსიქიატრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ასეთი ადამიანის კადრების გასაჯაროება, დიდი უზნეობაო”, ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მწვავე შეფასებას აძლევს კილაძის განმარტებას:

ბოროტმა ფრეკენ ბოკმა, სოფო კილაძემ, იზორიას ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი ვიდეოს გაშვება უზნეობააო.

ალო, ბატისტვინავ, თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ მართავს ავტომობილს, როგორა აქვს მართვის მოწმობა? და ამ პრობლემების ბონუსად, უკანონოდ, ნარუშილოვკა რატომ დაამატეს ზედ? ფსიხია და ვინმე რომ გაიტანოს, არ გააჩერონ ბიჭიო?

იდიოტი მონა“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის: “ჩემი ინფორმაციით, ბატონი კიტა იზორია ბევრი წელია ფსიქიატრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის მკურნალობის კურსს გადის, მათ შორის, მოცემულ პერიოდშიც. ასეთი ადამიანის კადრების გასაჯაროება, დიდი უზნეობაა და სამწუხაროა, რომ მისი და მისი ოჯახის უფლებების დარღვევა მოხდა“,  – განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობისათვის: პატრულ-ინსპექტორმა გიორგი დვალიშვილმა, გაასაჯაროვა რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტის ამსახველი ვიდეო, სადაც კიტა იზორიასთან დაკავშირებული ინციდენტია ასახული, კერძოდ დაპირისპირება სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, რა დროსაც ლევან იზორიას ძმა უცენზურო სიტყვებით იგინება, ხოლო პატრულ-ინსპექტორი ახდენს მის დაკავებას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...