პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკასაქართველოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს...

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველს ვერ ხედავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრის მოადგილისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელების განმარტებებით სიტუაცია კონკროლს ექვემდებარება და ტარდება პრევენციული ღონისძიებები:

ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს.

საინფორმაციო კამპანია უკვე დაიწყო თბილისის აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს ბუკლეტები ურიგდებათ. ბუკლეტების საშუალებით მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ვის მიმართონ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კონცენტრაცია კეთდება იმ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

„თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, ეს სიმპტომები არის ძირითადად, რაც ახასიათებს რესპირატორულ ინფექციას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შემუშავდა გრძელვადიანი გეგმაც. მოხდება სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა და ცხელი ხაზის ოპერატორების გადამზადება იმ კუთხით, რომ დაავადების სიმპტომებთან ერთად მედპერსონალმა მოგზაურობის ისტორია დეტალურად გამოიკითხონ. ასევე, მოხდება ზოგადი სამედიცინო ქსელის ინფორმირება, როგორ მოიქცნენ თუ მათთან შემოვიდა პაციენტი ჩინეთის კონკრეტულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორიით.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიას თქმით საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

“ინფექციურ საავადმყოფოებში არსებობს ბოქსირებული პალატები და ამ პალატების მზაობა არის, რაც ერთ-ერთი ეფექტური გზა იმისა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. დღეს, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი, მზაობის რეჟიმში.

ყოველ წუთას ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონტაქტის საფუძველზე დამატებით ინფორმაციას. როგორც კი გვექნება დამატებითი, განსხვავებული ქმედების შესახებ მითითება, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ ამ მითითებებს მივყვეთ.

დღეს, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არანაირად განგაში საფუძველი არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მივმართოთ ინფექციის კონტროლის ზოგად ზომებს, ხელის დაბანა, კონტაქტების თავიდან არიდება და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ საყურადღებოა ის, რომ თუ სიმპტომი, ზოგადი რესპირაციული ინფექციის ადამიანს ექნება და მან იმოგზაურა რეგიონებში, რომელიც მუდმივად კონტროლის ქვეშ არის და ამის შესახებ ცხადდება საინფორმაციო საშუალებებით, იყვნენ ყურადღებით და მიმართონ ინფექციურ საავადმყოფოს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...