კვირა, ივლისი 13, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდეკანოზი გიორგი მამალაძე: "იქნება სიმართლე - არა სანახაობა,...

დეკანოზი გიორგი მამალაძე: “იქნება სიმართლე – არა სანახაობა, არამედ – სიმართლე”

დეკანოზ გიორგი მამალაძის სამადლობელი წერილი ვრცელდება მისი ძმის, თორნიკე მამალაძის ფეისბუქის გვერდზე. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის.

მადლობა ჩემს ოჯახს 7 წლიანი ბრძოლისა და გვერდში დგომისთვის, მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს,

მადლობა ჩემს უფლებადამცველებს: მია ზოიძეს, ქეთი ჩუთლაშვილს, ეკატერინე ლომიძეს, თამარ ავალიანს, მარიამ პატარიძეს ,გიორგი ფანცულაიას, მიხეილ რამიშვილს, სულხან კომახიძეს, პაატა მეხრიშვილს, დავით ჯანდიერს,რაულ აგიკიანს, ასევე ნიკა გვარამიას, რომელსაც ჩემი უფლებების დაცვისა და საპატიმროში ჩემი მონახულებისთვის N8 პენიტ. დაწესებულების დირექტორმა ზ.ქინქლაძემ ორგანიზებული “შუმოკი” მოუწყო მძიმე შეურაცხყოფით.

განსაკუთრებული მადლობა თავგანწირვისათვის მეუფე პეტრეს, შეუპოვარ ადამიანს.

ასევე, მადლობა მხარდაჭერის, დახმარებისა და გამბედაობისათვის იმ სასულიერო პირებსა და იერარქებს, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ საპყრობილეში. მათ სახელობითად არ ჩამოვთვლი, რათა მავანთა გულისწყრომის ობიექტად არ იქცნენ.

მადლობა სახალხო დამცველებს უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას და ალექსანდრე იოსელიანს, მადლობა სახ. დამცველის აპარატის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს გვანცა ჩხაიძეს, საბა ბრაჭველს,ალდონა ქაშიბაიას და სხვებს.

მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრს” და ალ. ცქიტიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სოც.სამართლიანობის ცენტრს” და თამთა მიქელაძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიას” და მარიამ ჯიშკარიანს. ორგანიზაციებს “ღია საზოგადოებას” და “მართლმსაჯულების კოალიციას”.

უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავის წლიურ ანგარიშებში ჩემი საკითხისადმი არაერთგზის ყურადღების გამახვილებისთვის, ასევე USAID-სა. მადლობა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას ჩემი უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მედიის მიმართ: მადლობა ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს,ეკა მიშველაძეს,დიანა ტრაპაიძეს,ანუნა ახალაიას, ანა მდივანს,ნატა ქაჯაიას და “TV პირველის” მთელ გუნდს. მადლობა გიორგი თარგამაძეს,ვახტანგ სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილს თამარ ბაღაშვილს, დავით ქაშიაშვილს და “ფორმულას” გუნდს. მადლობა გიორგი გაბუნიას, თეა ადეიშვილს, დეა მამისეიშვილს,გიგლა თუმანიშვილს და “მთავარი არხის”გუნდს მადლობა ნინო ჯანგირაშვილს, დავით აქუბარდიას, მარიამ ლომაძეს და “კავკასიის”გუნდს. მადლობა ნიკა გვარამიას დროინდელ “რუსთავი 2”-სა და ნათია კაპანაძის დროინდელ “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს”. მადლობა ელისო კილაძეს და მის გუნდს. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს.

ასევე, მადლობა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს: ლელა ჯეჯელავას, ნონა მამულაშვილს, არმაზ ახვლედიანს, თაკო ჩარკვიანს, ელენე ხოშტარიას, ირმა ნადირაძეს, ცოტნე გამსახურდიას, გიგი უგულავას, ზურა ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, არჩილ ხაბაძეს, რომეო და ნიკა ფარულავებს, გოჩა მირცხულავას, ვლადიმერ ნარსიას, გიორგი ტიგინაშვილს, გოჩა ბარნოვს.

მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის მიმართ – გამწარებული მამისა, რომელმაც მიუხედავად ენით გამოუთქმელი ტრაგედიისა მყარად შეინარჩუნა კეთილშობილება და მუდმივად სიკეთისა და ვაჟკაცობის კარნახით მოქმედებს.

ამასთანავე, მინდა მადლიერება და პატივისცემა დავუდასტურო ემიგრანტებს და ყველა იმ ადამიანს, რომელინიც ღიად თუ ფარულად მგულშემატკირვრობდნენ ან უბრალოდ სჯეროდათ ჩემი უდანაშაულობის.

აქვე, მინდა შენდობა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისი სახელიც უნებლიეთ ან მწირი ინფორმაციის ქონის გამო გამომრჩა.

დასასრულს, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე – არა სანახაობა, არამედ – სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: “არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.“, – აღნიშნავს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...