ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ...

“ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გარბის სამშობლოდან” – პაატა მანჯგალაძე

ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გარბის სამშობლოდან,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ – ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ სიღარიბესა და უმუშევრობას ქმედუნარიანი ნაბიჯებით არ პასუხობს.

მანჯგალაძის თქმით, ხალხის რეალურ საჭიროებებს „ოცნება“ ცრუ დისკუსიების მოწყობითა და სიძულვილის ენით ფარავს:

ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გარბის სამშობლოდან.

ნაცვლად იმისა, რომ ამ მძიმე ვითარებას “ქართულმა ოცნებამ” გაკეთებული საქმეებით უპასუხოს, გადასულია სიძულვილის ენაზე და არაფრისმომცემ პოლიტიკურ საკითხებზე ცრუ დიაკუსიების მოწყობაზე, რომ მოქალაქემ არ დასვას კითხვები:

12 წლის მანძილზე რატომ არ შეიქმნა სამუშაო ადგილები?

რატომ არ გაძლიერდა ეკონომიკა?

რატომ იზრდება ფასები და ამის შესაბამისად, რატომ არ იზრდება მოქალაქის შემოსავალი?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ქოცებო, მოვა დრო, სულ დეტალურად მოყვებიან თქვენს სისასტიკეზე” – მერაბ მეტრეველი

საგამოძიებო კომისიაზე წინა ხელისუფლების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე...