პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფონზე" -...

“თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფონზე” – სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” პრეზენტაცია

სამოქალაქო პლატფორმამ „არა-ფობიას!“ 2024 წლის 15 თებერვალს გამართა ანგარიშის პრეზენტაცია თემაზე: „თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფონზე“.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, სახალხო დამცველის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები.

ანგარიშში ასახულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის და, ზოგადად, თანასწორობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და გამოწვევები. ასეთ გამოწვევებად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არასათანადო პრევენცია და გამოძიების არაეფექტიანობა (მაგალითად, დისკრიმინაციული მოტივის არგამოკვეთა/სავარაუდო დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია);
სამართალდამცავთა მიმართ მოწყვლადი ჯგუფების ნდობის ნაკლებობა;
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე წარმოებული სტატისტიკის ხარვეზები;
დისკრიმინაციული რიტორიკის სიმწვავე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და ამ რიტორიკის პოლიტიკურ-პოპულისტურ ინსტრუმენტად გამოყენება;
სახელმწიფოს სავარაუდო კავშირი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან;
კანონმდებლობის გაუარესება ახალი დისკრიმინაციული ნორმების შემოღების გზით არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერების გამოსწორების ნაცვლად;
ლგბტქი+ თემის უგულვებელყოფა თანასწორობის პოლიტიკის დონეზე.
ამდენად, სახელმწიფო არ ზრუნავს თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფაზე ქვეყანაში და არ დგამს საკმარის ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად. მეტიც, ხშირ შემთხვევაში იგი თავად არის ასეთი დანაშაულების გახშირების გამომწვევი საკუთარი ქმედებებითა და უმოქმედობით.

დოკუმენტში ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმ ჯგუფებზე, რომლებიც, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სამიზნეები არიან. ეს ჯგუფებია: მედიის წარმომადგენლები/ჟურნალისტები, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების მქონე პირები, ლგბტქი+ თემის წევრები და რელიგიური უმცირესობები.

ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თანასწორობის მოძრაობა.

ანგარიში მომზადდა სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ მიერ, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...