ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 თებერვლის პერიოდისთვის

16 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 17 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.

თებერვალში ლარის კურსის სტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გამყარების დინამიკით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

13 თებერვალი – 2.6524;
14 თებერვალი – 2.6517;
15 თებერვალი – 2.6483;
16 თებერვალი – 2.6453.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა 0.0021 ლარით და 1 აშშ დოლარი 17 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6432 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

13 თებერვალი – 2.8582;
14 თებერვალი – 2.8569;
15 თებერვალი – 2.8339;
16 თებერვალი – 2.8395.

ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა 0.0072 ლარით და 17 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8467 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3273 ლარი (გაუფასურდა 0.0074 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0858 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6953 (გამყარდა 0.0017 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5545 ლარი (გამყარდა 0.0015 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.5582 ლარი (გაუფასურდა 0.0026 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9999 ლარი (გაუფასურდა 0.0034 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6744 ლარი (გამყარდა 0.0029 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1840 ლარი (გამყარდა 0.0014 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3302 ლარი (გაუფასურდა 0.0312 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7589 ლარი (გამყარდა 0.0045 ლარით).

ანალოგიური სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაში, სახეზე იყო სტაბილურობისა და გამყარების დინამიკა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

13 თებერვალი – 2.9129;
14 თებერვალი – 2.9036;
15 თებერვალი – 2.8964;
16 თებერვალი – 2.8700.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0226 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 17 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8474 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული