პარასკევი, მაისი 9, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძე - "ამილახვარის "ახალი" ბრძანება ძველი თამაშის...

ნანა ტოხვაძე – “ამილახვარის “ახალი” ბრძანება ძველი თამაშის წესებით – საარჩევნოდ გამწვანებული სკოლების მარათონი!”

ივანიშვილის პარტია და მისი მინისტრები წარმატებით განაგრძობენ სკოლის საარჩევნო მიზნებით გამოყენებას. ამის დასტურად გამოქვეყნდა გაუარესებული, ბუნდოვანი და სკოლის ინტერესებისგან დაცლილი “საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე” 15 თებერვალის ბრძანება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს და განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ გამოცემულ ბრძანებას მწვავედ აკრიტიკებს.

ტოხვაძის თქმით ამ დოკუმენტით, კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებული მექანიზმი დაემატა და წინასწარ, ტესტირების გავლამდე “იჯავშნება” სასურველი სკოლები, რაც ივანიშვილის პარტიის მწვანე საარჩევნო უბნებად იქცევა:

ამილახვარის “ახალი” ბრძანება ძველი თამაშის წესებით – საარჩევნოდ გამწვანებული სკოლების მარათონი! ივანიშვილის პარტია და მისი მინისტრები წარმატებით განაგრძობენ სკოლის საარჩევნო მიზნებით გამოყენებას.

ამის დასტურად გამოქვეყნდა გაუარესებული, ბუნდოვანი და სკოლის ინტერესებისგან დაცლილი “საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე” 15 თებერვალის ბრძანება.

უსამართლოდ, კანონდარღვევით, არადემოკრატიულად ჩატარებულ დირექტორების კონკურსს და ერთკანდიდატიან “არჩევნებს” მრავალთვიანი მწვავე პროტესტი მოყვა. რომლის შედეგადაც მინისტრს მოჩვენებითი უკან დახევა მოუწია და პირობა გასცა,რომ უკეთესს წესს შეიმუშავებდა, რასაც ასევე რამდენიმე თვე “დაუთმო”. საბოლოოდ კი, ამილახვარის “ახალი” ბრძანება ძველი თამაშის წესებით გამოაქვეყნა.

გაუარესებული, ბუნდოვანი და სკოლის ინტერესებისგან დაცლილი ბრძანება ერთადერთ ”კომპრომისს” ითვალისწინებს. წერითი ტესტირების შემდგომ გასაუბრების მოხსნას, თუმცა სამინისტროსგან დაკომპლექტებულ “სადამსჯელო კომისიას”, რომელმაც დირექტორობის კანდიდატის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ძალაში ტოვებს. სად ჩანს სკოლის ავტონომიურობა და დეცენტრალიზაციისკენ სვლა, თუკი სამინისტროს ფილტრის გარეშე ჩიტი ვერ შეფრინდება სკოლაში, არა თუ დირექტორი აირჩევა?

ამ დოკუმენტით, კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებული მექანიზმი დაემატა და წინასწარ, ტესტირების გავლამდე “იჯავშნება” სასურველი სკოლები, რაც ივანიშვილის პარტიის მწვანე საარჩევნო უბნებად იქცევა, ხოლო კვალიფიციური კადრები კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან ზოგი კომისიის და ზოგიც სამეურვეო საბჭოების ხელით. სასკოლო განათლებას შველა ჭირდება და ეს ამოცანა ხელისუფლების შეცვლით მიიღწევა“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...