კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ტყუილია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ გლდანის რაიონში...

კახა კალაძე: ტყუილია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ გლდანის რაიონში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა უკანონოდ ცნო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის მესამე მიკრორაიონის მიმდებარედ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მშენებლობა უკანონოდ არ უცნია, არამედ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება.

ტყუილია ეს ფაქტი და ვინც ეს განაცხადა, რეალობას აცდენილია. მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მსიამოვნებს, რომ ოპოზიციაში ასეთი ადამიანები გვყავს, კონკრეტულად ის, ვინც აღნიშნული ბრიფინგი ჩაატარა. ის ელემენტარულად ვერ არჩევს იმას, რომ სასამართლომ განხილვამდე დროებით შეაჩერა ეს გადაწყვეტილება. თითქოს თემა განიხილა უკვე სააპელაციომ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ასე აჩვენებენ ხალხს და ასე უნდათ მიიტანონ ეს ყველაფერი საზოგადოებამდე, მაგრამ ეს ტყუილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი მავნებლობა, როდესაც ეწინააღმდეგებიან ისეთ პროექტებს, რომლებიც დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შესაძლებელია, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს მავნებლობაა. გაუბედურებული ადამიანები 30 წელია საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან. „ნაცმოს“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. ჩვენ კი გავაკეთეთ ის, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული 12 000-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ.

დღესაც, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ასევე, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს ბინებს გადავცემთ. დაახლოებით, 800-მდე ოჯახი დაგვრჩა. მავნებლობაა, როცა ასეთ პროექტს ეწინააღმდეგებიან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთება და მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...